воскресенье, 10 ноября 2013 г.

მე-7 დღის რეფლექსია

მე - 5 მოდულის დახმარებით მოვახდინე გაანალიზება მოსწავლეებზე ორიენტირებული  შეფასების ფორმების. გავაკეთე მოსწავლის ნამუშევრის შეფასების ჩეკლისტი, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მე და ჩემმა მოსწავლეებმა კვლევა დავგეგმოთ სწორი მიმართულებით.  

суббота, 9 ноября 2013 г.

6 დღის რეფლექსია

დღეს პროექტის გეგმაში დაწვრილებით გავწერეთ პროცედურები, დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს მოსწალეებისთვის დავალებების მიცემაში, მონიტორინგში და იმ სიძნელეების დანახვაში, რაც შეიძლება შეხვდეთ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. 

პროექტის პრეზენტაცია

суббота, 2 ноября 2013 г.

ტრენინგის მიმდინარეობის სამი დღე იყო ნაყოფიერი: შევარჩიე პროექტის თემა, განვსაზღვრე მიზნები, დავამზადე  საინფორმაციო ბროშურა, შევარჩიე თემის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტები, ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.